აქციის მონაწილეებმა სომხეთში სხვადასხვა ცენტრალური გზა გადაკეტეს, მათ შორის, საქართველოში და აეროპორტისკენ მიმავალი გზები.
გარდა ამისა, გადაკეტილია ერევანი-სპიტაკის მაგისტრალი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბლოკირებულია შემოვლითი გზები, ხიდები.
დღეს დილიდან თანამშრომლების გაფიცვის გამო ერევნის მეტროც არ მუშაობს.
1 მაისს სომხეთის ეროვნული კრებაში [პარლამენტი] პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ყველაზე მეტი [58] მანდატის მქონე, სახელისუფლებო რესპუბლიკურმა პარტიის დეპუტატებმა. შესაბამისად, სომხეთში აქციები განახლდა.