ახალი ამბები

საქართველოში 33 დასახელების კონტრაბანდული წამლები შემოიტანეს – საგამოძიებო სამსახური

2 მაისი, 2018 • 1439
საქართველოში 33 დასახელების კონტრაბანდული წამლები შემოიტანეს – საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოში საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის,  „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა 33 დასახელების მედიკამენტი.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამოღებულია 6 470 ლარის ღირებულების კონტრაბანდული წამლები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი