ახალი ამბები

პოლიტიკოსები, რომლებმაც “ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვეს – სია

1 მაისი, 2018 • 17754
პოლიტიკოსები, რომლებმაც “ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვეს – სია

დღეს, 1 მაისს, “ქართული ოცნების” სათავო ოფისში თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარტიის მიერ შერჩეული პოლიტსაბჭოს წევრები დაასახელა. დაახლოებით ათამდე პოლიტიკოსი “ოცნების” პოლიტსაბჭოს ტოვებს, მათ ნაცვლად კი პარტიის სათათბირო და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში ახალი წევრები შედიან.

პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა, რომელიც აქამდე 19 იყო, ოთხით შემცირდა.

იმ პოლიტიკოსების ჩამონათვალი, რომლებიც პოლიტსაბჭოს ტოვებენ

  • ეკა ბესელია
  • ზვიად კვაჭანტირაძე
  • ირინა ფრუიძე
  • დავით კოღუაშვილი
  • სოფო კილაძე
  • აკაკი ზოიძე
  • ირაკლი სესიაშვილი
  • გედევან ფოფხაძე
  • ნოდარ ხადური
  • ზვიად გონაძე
  • რომან კაკულია
  • თემურ ჭკუასელი

პოლიტსაბჭოს ახალი წევრები

  • თამარ ჩუგოშვილი
  • ბიძინა ივანიშვილი
  • ილია ნაკაშიძე
  • არჩილ თალაკვაძე
  • დიმიტრი სამხარაძე
  • ბიძინა გეგიძე
  • მაია ცქიტიშვილი
  • სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო სრულად ასე გამოიყურება

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახა კალაძე.

“ქართული ოცნების” ყრილობა 11 მაისს ჩატარდება, სადაც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ახალ პოლიტსაბჭოს დაამტკიცებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი