ახალი ამბებისაზოგადოება

აუტიზმის რიცხვები გაიზარდა – კვლევა აშშ-ში

29 აპრილი, 2018 • 2806
აუტიზმის რიცხვები გაიზარდა – კვლევა აშშ-ში

აშშ-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, 59-დან საშუალოდ ერთს (21 წლამდე) აუტიზმი აქვს. კვლევა აშშ-ს დაავადებათ კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა.

წინა კვლევის (გამოქვეყნდა 2016 წელს) მიხედვით, აუტიზმი ყოველი 68 ბავშვიდან ერთს ჰქონდა. წინა კვლევა 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა, ახალი – 2014-ს. ეს ნიშნავს, რომ 2 წელში აუტიზმის გამოვლენის მაჩვენებელი 15%-ით გაიაზრდა, 2000 წელთან შედარებით კი – 150%-ით.

წინა კვლევის თანახმად აუტიზმის მქონე ყოველ 4.5 ბიჭზე ერთი გოგო მოდიოდა ახლა ეს შეფარდება შეიცვალა და ყოვლ 4 ბიჭზე ერთი გოგო მოდის. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ბიჭებთან მიმართებაში ეს შეფარდება კიდევ უფრო შემცირებულია და 2 ან 3 ბიჭზე მოდის ერთი გოგო.

გირჩევთ ნახოთ

აუტიზმთან დაკავშირებული ბოლო დროის 3 მნიშვნელოვანი მოვლენა

მასალების გადაბეჭდვის წესი