ახალი ამბები

ირაკლი სესიაშვილი: გენშტაბის ხელმძღვანელად ვახტანგ კაპანაძე განიხილება

18 ნოემბერი, 2013 • • 1400
ირაკლი სესიაშვილი: გენშტაბის ხელმძღვანელად ვახტანგ კაპანაძე განიხილება

ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა, რომ გენერალური შტაბი შეიარაღბული ძალების გაერთიანებული შტაბის ბაზაზე ჩამოყალიბდება, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენრის ინაგურაცის დღეს, 17 ნოემბერს.

 

“რაც შეეხება გენერალური შტაბის საკითხს, ეს საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, გაერთანებული შტაბის ნაცვლად იქმნება გენერალური შტაბი და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გენერალური შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურას, დაგიდასტურებთ, რომ ბატონი ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურა მართალაც განიხილება. მიმაჩნია, რომ ის არის გამორჩეული, ღირსეული  ოფიცერი და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ძალიან კარგი ცოდნა, განათლება აქვს და მე ვფიქრობ, რომ მისი კანდიადტურის შერჩევა შეიარაღებული ძალბისთის დიდი შენაძენი იქნება” –ამბობს ირაკლი სესიაშვილი და დასძენს, რომ გენშტაბის ფორმირების პროცესი უკვე დაწყებულია და განხორციელდა ცვლილება რამდენიმე კანონში. 

 

“დაგვრჩა მსოლოდ თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები,რომელიც უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის პაკეტთან ერთად განიხილება. მას მომავალ კვირას განვიხილავთ” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, გარდა სახელწოდებისა, რა შინაარსობრივი ცვლილებები მოხდება გენერელურ შტაბში, სესიაშვილი პასუხობს: 

 

“თავდაცვის უწყებაში საკმოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამხორციელდა. ეს საკითხი ამ რეფორმის ფართო სპექტრს მოიცავს. რთულია ამის ორი სიტყვით გადმოცემა. კარგი რეოფორმა განხორციელდა და გენშტაბის ჩამოყალიბება ძალზე მნიშვნელოვანი იყო.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი