ახალი ამბები

ომბუდსმენი: პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი შსს-მ ეფექტურად უნდა გამოიძიოს

12 ნოემბერი, 2013 • • 1182
ომბუდსმენი: პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი შსს-მ ეფექტურად უნდა გამოიძიოს

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი ყოველმხრივ სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს.

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაუშვებელია, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირებმა შურისძიებით, თვითნებურად სცადონ დამნაშავის დასჯა.

 

ომბუდსმენის თქმით, მსგავსი შემთხვევების პრევენცია მხოლოდ სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი.

 

2013 წლის 12 ნოემბერს, შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მისი მეჯვარე დაესხა თავს, მოაჭრა ყური, სცემა, დანით აწამა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული დააკავა. 

 

შსს-ს განცხადებით, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც დაჭრის ფაქტი უკავშირდება პოლიციელის მხრიდან მეჯვარის საცოლეზე შესაძლო ძალადობას. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელის მხრიდან ძალადობის დადასტურების შემთხვევაში, დაჭრილი პოლიციელის წინააღმდეგაც დაიწყება გამოძიება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი