ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედვედევმა სომხურ მხარესთან სამომავლო ურთიერთობები განიხილა

24 აპრილი, 2018 • 1525
მედვედევმა სომხურ მხარესთან სამომავლო ურთიერთობები განიხილა

სომხური მედიის ცნობით, რუსული მხარის ინიციატივით, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, კარენ კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, “მხარეებმა სომხურ-რუსული ურთიერთობების საკითხები, სომხეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. დიმიტრი მედვედევმა მოძმე სომეხ ერს მხარდაჭერა გამოუთქვა და ხაზი გაუსვა კანონის ფარგლებში სიტუაციის შენარჩუნების მნიშნვნელობას. მხარეები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხნენ”.

გუშინ, 23 აპრილს, საპროსტესტო აქციების შედეგად პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პრემიერის მოვალეობას ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებს.

რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია ზახაროვა ერევანში გამართულ საპროტესტო აქციასა და სერჟ სერგსიანის გადადგომას გუშინვე ფეისბუკით გამოეხმაურა. როგორც თავის განცხადებაში აღნიშნავს, რუსეთი სომხეთს ყოველთვის დაუჭერს მხარს.

“ერი, რომელსაც აქვს ძალა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ გაიყოს და შეინარჩუნოს ურთიერთპატივსიცემა, მიუხედავად კატეგორიული უთანხმოებისა, – დიდებული ერია. სომხეთო, რუსეთი მუდამ შენთანაა!” – წერს ზახაროვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი