საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ “ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”.
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის, კერძოდ, 77 წლის მწყემსის ელიზბარ მესტუმრიშვილის დაკავების შესახებ ქართულ მედიაში დღეს, 20 აპრილს, გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხინვალში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
რუსი სამხედროები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით” საქართველოს მოქალაქეებს პერიოდულად აკავებენ და ცხინვალის იზოლატორში გადაყავთ, რის შემდეგაც, როგორც წესი, სასამართლო სხდომისა და მათთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ ათავისუფლებენ.