ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

20 აპრილი, 2018 • 1483
ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. უწყებაში განმარტევენ, რომ ბრალდებული შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი იყო.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ჩ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების- 107 000 ლარის, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 20 000 ლარამდე შემცირებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 5000 ლარი. 2018 წლის 16 აპრილს ლაშა ჩ-მ იმავე მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი- 1000 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 აპრილს ასევე გამოართვა 1000 ლარი, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს,”-წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების თანახმად, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი