ახალი ამბები

ანონსი – 20 აპრილი

19 აპრილი, 2018 • 1382
ანონსი – 20 აპრილი

გთავაზობთ 20 აპრილს, პარასკევს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიბების ანონსს:


09.00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი და კომიტეტის წევრი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში ესტუმრებიან ქ. ქუთაისის კულტურულ და სახელოვნებო დაწესებულებებს: მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს და ქუთაისის ილია ჭავჭაავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას


10:00 საათზე, სასტუმრო რედისონში ევროპული საქართველოს წევრის ვიცე- სპიკერ სერგი კაპანაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თემა: რუსული მედიის შემოსვლა და გავლენების მოპოვების მცდელობა ქართულ ბაზარზე.


11:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიშს წარმოადგენს


11.45 პარლამენტის ბიუროს სხდომა, ქუთაისი, ბიუროს  სხდომათა დარბაზი


12.00 პარლამენტის პლენარული სხდომა, ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი


13:00  სავაჭრო ცენტრში „გალერია თბილისში“, რომელიც კინოთეატრების ქსელსაც აერთიანებს, ჟურნალ FilmPrint -ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ცნობილი ქართველი მსახიობები წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას.


12.30  გვასწავლეთ როგორ ვიცხოვროთ – აგარელი მუშები, რომლებმაც აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ ,  დიღმის მასივიდან კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.


14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს წარადგენს. პრეზენტაციაზე, პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფციას დეტალურად გააცნობს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.  მისამართი: რუსთაველის გამზ. N29


14.00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, კომიტეტის წევრთან, დიმიტრი მხეიძესთან ერთად ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, მეშახტეებს შეხვდება. შეხვედრა დაახლოებით 300 მეტრი სიღრმის მაღაროში გაიმართება


15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ შენობაში (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებს და შეხვედრას გამართავს თეატრის თანამშრომლებთან.


19:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი SDSU სტუდენტებს შეხვედება. მისამართი:  “ფაბრიკას” საკონფერენციო დარბაზში


13:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.  მისამართი: თბილისი, აკ. გახოკიძის 11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ) სართული 3

მასალების გადაბეჭდვის წესი