ახალი ამბები

მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის სექტემბერში გაფორმდება

4 ნოემბერი, 2013 •
მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის სექტემბერში გაფორმდება

ევროკავშირი და საქართველო
ევროკავშირი და საქართველო

“ამ სამიტს მოყვება მერე ძალიან რთული და სკრუპულოზური მუშაობა შემდეგ ერთი წლის განმავლობაში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რეალისტური, რომ 2014 წლის სექტემბრისთვის ჩვენ უკვე ასოცირების შესახებ მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს”, – განაცხადა მარგველაშვილმა 4 ნოემბერს.

 

დღეს, მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმაც გააკეთა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პოზიტიურად აისახება ვილნიუსის სამიტზე.

 

ევროკავშირის ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტმა უკვე მიიწვია სამიტზე.

 

ევროკავშირის საბჭომ ბრიუსელში 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ მოლდოვასა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე განახორციელონ იმ მიზნით, რომ მისი ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომისთვის შედგეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი