მრავალშვილიანი ოჯახების შეღავათისთვის წლიურად 3 489 000 ლარი დაიხარჯება – კანონპროექტი

კანონპროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დაწესებული შეღავათისთვის ბიუჯეტიდან 3 489 000 ლარი დაიხარჯება. შეღავათი 12 369 ოჯახს შეეხება და ელეტროენერგიის სუბსიდირებას მოხმარდება.

კანონპროექტის მიხედვით, შეღავათი 2019 წლიდან ამოქმედდება. ფინანსური შედეგი სარგებლის სახით ერთ მრავალშვილიან ოჯახზე წლის განმავლობაში იქნება მინიმუმ 240 ლარი, 4-შვილიანი ოჯახების შემთხვევაში, და 120 ლარით უფრო მეტი- ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში.


კანონპროექტის მიხედვით, შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის.

ავტორები მიუთითებენ, რომ თებერვლის მონაცემებით, ბაზაში რეგისტრირებულია 7 525 მრავალშვილიანი ოჯახი (საქსტატის მონაცემებით დაფიქსირებული მრავალშვილიანი ოჯახების 61%), რომელთაგან 99.8%-ს აქვს 300 000 და ნაკლები ქულა.

მეოთხე შვილზე ოჯახი 20 ლარს, მომდევნოზე – 10 ლარს მიიღებს – კანონპროექტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com