ახალი ამბები

მარგველაშვილი: პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება

4 ნოემბერი, 2013 • 1690
მარგველაშვილი: პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება

გიორგი მარგველაშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
გიორგი მარგველაშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

შეხვედრის დაწყებამდე მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ  პრეზიდენტის ამჟამინდელ სასახლეში სავარაუდოდ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება.

“მე საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ვარ მომხრე პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი. მე პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ უნივერსიტეტი განთავსდეს ამ შენობაში. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ამის თაობაზე ვესაუბრე მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს და ჩვენ ჩამოვყალიბდით, რომ ეს უნდა იყოს ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიხსნას. მე მიხარია, რომ ის ფული, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა ამ ფეშენებელურ შენობაზე, მოხმარდებათ ქართველ სტუდენტებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა 4 ნოემბერს.

 

ჟურნალისტებმა მას დღეს ასევე კითხეს, არის თუ არა ჩართული მთავრობის ფორმირების პროცესში, რაზედაც მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას ყავს ახლად დასახელებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც კარგად იცნობს სამთავრობო გუნდს:

 

“ უნდა მიცეთ დრო ბატონ ირაკლის, რომ ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულება”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი