ახალი ამბები

საპროტესტო აქცია უნგრეთში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ [ფოტო]

15 აპრილი, 2018 • 2339
საპროტესტო აქცია უნგრეთში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ [ფოტო]

ბუდაპეშტში ათობით ათასი ადამიანი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.

ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთხელ აირჩიეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი უსამართლო საარჩევნო სისტემას აპროტესტებდნენ.

აქციამდე ექვსი დღით ადრე უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში ადგილების ორი მესამედი ამომრჩეველთა ნახევრის ხმებით მიიღო.

როგორც BBC წერს, გასულ თვეში მოსახლეობის დაახლოებით იმავე რეოდენობამ ორბანის მხარდასაჭერი დემონსტრაცია გამართა.

ვიქტორ ორბანი ევროსკეპტიკოსია და ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას უჭერს მხარს.

საპროტესტო აქცია ფეისბუკზე არსებული ჯგუფის, სახელად “უმრავლესობა ჩვენ ვართ” ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზატირებმა მომდევნო აქცია მომავალი კვირის ბოლოს დააანონსეს.

BBC-ის ცნობით, აქციას დაახლოებით 100 000 ადამიანი ესწრებოდა, ბევრ მათგანს ევროკავშირისა და უნგრეთის დროშები ჰქონდა თან.

ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრია 2010 წლიდან. ასევე, პრემიერ-მინისტრი იყო 1998-2002 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი