ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

12 აპრილი, 2018 • 2160
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი კვირიკაშვილმა შალვა თადუმაძე დანიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა დღეს, 12 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შალვა თადუმაძე, რომელიც 2 აპრილიდან  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს დროებით ასრულებდა, პოსტზე მაია ცქტიშვილმა შეცვალა, თავად ცქვიტიშვილი კი პრემიერ-მინისტრმა 30 მარტს ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა.

“შალვა თადუმაძეს ყველა კარგად იცნობთ. იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას, რასაც ძალიან კარგად უძღვებოდა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა აბსოლუტურად სწორად მოხდეს ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება,”- განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

მან დღევანდელ სხდომაზე თადუმაძეს წარმატება უსურვა და დასძინა:

“მინდა, შალვას ვუსურვო წარმატებები. მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის წარმატებით გაართმევს თავს. ბატონო შალვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ პოსტზე. გილოცავთ!“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი