ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში ნავთობპროდუქტების, ბენზინისა და დიზელის საწვავის, იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა. ნავთოპროდუქტების იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან განხორციელდა.
კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 48,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 48,7 ათასი ტონა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის I კვარტლის შედეგების მიხედვით, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება ბოლო წლების მსგავსად მაღალ მაჩვენებელზეა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იზრდება ჰიბრიდული ტიპისა და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი, რომელიც საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.