“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხმების 21,8% მიიღო, ნინო ბურჯანაძემ- 10,2%, შალვა ნათელაშვილმა- 2,8%, გიორგი თარგამაძემ – 1,1%, კობა დავითაშვილმა – 0,7%, ყველა სხვა კანდიდატმა 1,5% მიიღეს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნების დღეს დააკვირდა საერთაშორისოდ აღიარებული, მოწინავე მეთოდოლოგიით – ხმების პარალელური დათვლის (PVT) საფუძველზე. ორგანიზაციამ მიავლინა 800 PVT დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ უბნებზე ყველა (73) საარჩევნო ოლქში.
ორგანიზაციის განცხადებით, PVT დამკვირვებლები აფიქსირებენ იმ ოფიციალურ მონაცემებს, რაც ცხადდება სტატისტიკურად შერჩეულ საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ოფიციალური შედეგების შესახებ ექვემდებარება დეტალურ გადამოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების განსაზღვრა. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/-0.7% (95 %-იანი სანდოობის ინტერვალით):
ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების დღის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა.
არჩევნების დღის პროცესის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის ფაქტები და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ბათუმში გამოვლენილი პრობლემები.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა 12 საარჩევნო უბანი, სადაც პროცედურულ დარღვევებს მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა. აღნიშნული უბნებია: მთაწმინდის #25, ჩუღურეთის #2 და #20, დედოფლისწყაროს #23, ბოლნისის #47, დუშეთს #31 და #45, ხარაგაულს #13, ზესტაფონის #26, ზუგდიდის #99, ქობულეთის #14 და შუახევის #21 საარჩევნო უბნები.