დღეს, 11 აპრილს აზერბაიჯანში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათისთვის 18,71% [994 196 ამომრჩეველი] იყო.
აზერბაიჯანში რვა საპრეზიდენტო კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო. აზერბაიჯანელები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ ილჰამ ალიევს აირჩევენ. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს.
საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ექვსი თვით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს დანიშნეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი პირველად გადადგა.
ამავე თემაზე:
რატომ დანიშნა ალიევმა საპრეზინდეტო არჩევნები ექვსი თვით ადრე