„ერთი კვირის თავზე, მომავალ კვირას ამ დროს, კოალიციის მიერ გამოკვეთილი და შეთანხმებული მომავალი პრემიერ-მინისტრის გვარი და სახელი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ეს პიროვნება კოალიციის ოფისთან, მოედანზე იმყოფებოდა:
“ამას შემიძლია მხოლოდ ის დავამატო, რომ ეს პიროვნება დღეს ამ მოედანზე ნამდვილად იმყოფებოდა. ჩვენ არ ვაპირებთ გამოვიძახოთ ვინმე პრემიერ-მინისტრად, ხომ არ წამოხვიდოდი ჩვენს გუნდშიო, ცხადია, ეს იქნება ჩვენი გუნდიდან“ – განაცხადა უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.




![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



