ახალი ამბებირეკლამა

„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

10 აპრილი, 2018 • 1383
„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა

„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას „პალიტრა L”-იც შეუერთდა და მ.იაშვილის სახელობის  ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ  განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. მკურნალობის ქვეშ მყოფ 30-მდე ბავშვებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ „კოდალა“. სააღდგომო ტკბილეული ბავშვებს „სმარტის“ ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა.

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი