მთაწმინდის საარჩევნო ოლქის 34-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც ბროსეს ქუჩაზე მდებარეობს, არ უშვებდნენ ფოტორეპორტიორ დავით მიხეილ შუბლაძეს. ის ნეტგაზეთის შტატგარეშე კორესპნდენტია, რომელსაც ცესკოს აკრედიტაცია აქვს. ამის მიუხედავად, მას უარი უთხრეს უბანში შესვლაზე, ისე, რომ მიზეზიც არ განუმარტეს.
სიტუაცია საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის ნატალია ქავთარაძის ჩარევის შემდეგ განიმუხტა და შუბლაძეს უბანში შესვლის უფლება მიეცა.