ახალი ამბები

თბილისში ელექტროგადამცემი ანძიდან კაცი გადმოხტა

6 აპრილი, 2018 • 1751
თბილისში ელექტროგადამცემი ანძიდან კაცი გადმოხტა

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტრობოძიდან კაცი გადმოხტა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ის მაშველების მიერ გაშლილ სპეციალურ ბალიშზე დაეცა.

კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, კაცს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა მიღებული სტრესის შემდეგ, დაკცვირვების მიზნით, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ელექტრობოძზე ასულ პირთან სამართალდამცავები და მაშველები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. გადმოხტომამდე ის ადგილზე მედიის მისვლას ითხოვდა და ამბობდა, რომ განცხადება უნდა გაეკეთებინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი