ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს ბათუმში ქელეხი გადაუხადეს [Video]

26 ოქტომბერი, 2013 •
მიხეილ სააკაშვილს ბათუმში ქელეხი გადაუხადეს  [Video]

მოქალაქეებმა შუა ქუჩაში მაგიდები  გაშალეს. ქუჩაშივე დაასვენეს კუბო, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის და აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, ლევან ვარშალომიძის ფოტოები იყო დაკრული. 

 

მემედ აბაშიძის ქუჩის გადაკეტილი ნაწილი ამ დროისთვის (15:18) გაიხსნა.  ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ მობილიზებული იყო პოლიცია.

 

 

 

აქციას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. მისი განცხადებით, ე.წ. „ქელეხი“, „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული.

 

„ძალიან კარგია ეს აქცია, თუ რაც ქვია ამას, იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ უნდა ნახოს ქართული ოცნების რეალური სახე აჭარაში. აქ არიან ადამიანები,  რომელიც გამოაგზავნა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბმა და პირადად არჩილ ხაბაძემ. ქართული ოცნების ბევრ თვალსაჩინო სახეს ნახავთ აქ. თუმცა ბევრს ვერა, ამ ადამიანების რაოდენობა ის არის, რასაც თქვენ აქ ხედავთ. ჩემი აზრით, დაარღვია პოლიციის კანონი მანიფესტაციების შესახებ. კანონში ცალსახად წერია, რომ გზის გადაკეტვა ამ ტიპის კონსტრუქციებით არ შეიძლება და შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ხალხის სიმრავლეა. თქვენც ხედავთ, რომ ხუთი თუ ათი კაცი არის მოსული და კონსტრუქციებიც აგებული. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ შსს სამინისტრო აშკარად და აქტიურად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში“ –  განაცხადა გიორგი კირძათემ.

 

აქციის ორგანიზატორის, ყოფილი პოლიტპატიმრის, ჯემალ დუაძის  განცხადებით კი, აქციის ორგანიზება მოქალაქეთა ჯგუფმა გადაწყვიტა.

 

„ამ ქელეხის ორგანიზატორი არის ბათუმელები, რიგითი მოქალაქეები, ამ ფორმით გადავწყვიტეთ ვუპასუხოთ იმ ცხრაწლიან რეჟიმს, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ  უპარტიო, რიგითი მოქალაქეები და ამ ფორმით გადავწყვიტეთ სააკაშვილის გასტუმრება პოლიტიკურ მოუსავლეთში,“ – განაცხადა ჯემალ დუაძემ.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი