საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შს სამინისტროს წლიური ანგარიშის შეფასაებისას განაცხადა, უდიდესი მიღწევა პოლიციის დეპოლიტიზებაა:
“ეფექტური ბრძოლა დანაშაულთან, დანაშაულის პრევენცია, მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვა არის ის, რაც ასე სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და რაც, სამწუხაროდ, წინა წლებში ვერ ხერხდებოდა. გატარებული რეფორმები უმაღლესი შეფასების ღირსია და მე ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ჩემს ძვირფას კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს. ვუსურვებ, ყველაფერი ისე გაგრძელებულიყოს, როგორც დაიწყო”,- – განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ პოლიცია საარჩევნო პროცესში არ ერევა და განსხვავებული აზრი არ იდევნება: “მოხარული ვარ, რომ საქართველოს ასეთი წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ჰყავს”.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმაც დადებითად შეაფასეს. დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავარი მიღწევაა შს სამინისტროს დეპოლიტიზაცია, რაც წინა წლებში ოცნების საგანს წარმოადგენდა და ამის განხორციელება შეუძლებელი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს 2013 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს წარადგინა. პრეზენტაციას დაესწრნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.