ახალი ამბები

პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

4 აპრილი, 2018 • 1330
პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 4 აპრილს შეწყალებულ 64 პირს შორის არის სამი ქალი და ორი არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიამ, რომელიც 28-29 მარტს მუშაობდა, სულ 335 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.

“შეწყალებულთაგან 41 მსჯავრდებული, მათ შორის ერთი ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანარჩენ 23 მსჯავრდებულს კი, რომელთა შორის ორი ქალი და ორი არასრულწლოვანია, შეწყალების აქტით სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი