ახალი ამბები

შიკორსკი:თავიდან უნდა აიცილოთ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ შეხედულებები

23 ოქტომბერი, 2013 • • 1195
შიკორსკი:თავიდან უნდა აიცილოთ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ შეხედულებები

შიკორსკი
შიკორსკი

შიკორსკიმ ამის შესახებ განცხადება დღეს, 23 ოქტომბერს, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ამ თვალსაზრისით საპრეზიდენტო არჩევნებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ჯერჯერობით საარჩევნო კამპანიის პროცესი ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. 

 

“დარწმუნებული ვარ, რომ  ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ხოლო მომავალ წელს ამ ხელშეკრულების ხელმოწერაც. დღეს მე ვიმყოფებოდი იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ნებაყოფლობით ტოვებს პრემიერის პოსტს. ეს უპრეცედენტო ფაქტია. არჩევნების შემდეგ საქართველოში არა მხოლოდ პიროვნებები, პოლიტიკური ლიდერები შეიცვლებიან, არამედ კონსტიტუციაც. დემოკრატიული განვითარება აუცილებელია. ოპოზიცია კი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა შიკორსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი