ახალი ამბებირეკლამა

კბილის ჯაგრისი და პასტა იდეალური ღიმილისთვის

3 აპრილი, 2018 •
კბილის ჯაგრისი და პასტა იდეალური ღიმილისთვის

რა გჭირდებათ დილით, გაღვიძებისას მთელი დღის კარგი განწყობის შესანარჩუნებლად? რა თქმა უნდა, კომფორტული კბილის ჯაგრისი და პასტა, რომელიც სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებით აგავსებთ.

თუ იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, ვინც ქათქათა კბილებისა და ჯადოსნური ღიმილის ფასი იცის, მაშინ თქვენ იმსახურებთ იცოდეთ „სილვერქეას“ (silvercare), უნიკალური, მოვერცხლილთავიანი კბილის ჯაგრისის შესახებ:

[checklist]

  • ჯაგრისის წყალთან შეხებისას აქტიურდება ვერცხლის იონები, რაც პირის ღრუში და ჯაგრისის ზედაპირზე ქმნის ანტიბაქტერიულ ეფექტს. „სილვერქეას“ სხვა ჯაგრისებისგან განსაკუთრებული მოქნილობა გამოარჩევს, მისი საშუალებით პირის ღრუს ყველაზე რთულად მისაღწევი ადგილების სრულყოფილი წმენდაა შესაძლებელი.
  • არსებობს „სილვერქეას“ რბილი, საშუალო და მაგარი ჯაგრისი, რაც საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი და სიამოვნებად აქციოთ პირის ღრუს ჰიგიენის ყოველდღიური რიტუალი.
  • ყოველი გაწმენდით შეამციროთ კარიესის განვითარების რისკი.
  • ჯაგრისის დამცავი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰერმეტულობასა და სისუფთავეს, სათადარიგო თავი საშუალებას გაძლევთ, მარტივად გამოცვალოთ ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ.

[/checklist]

ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი კბილის პასტა სულაც არ მოქმედებს ისე ეფექტურად, როგორც ელოდით. თქვენ უბრალოდ არ აკვირდებით პასტის შემადგენლობას და არ იყენებთ მას შესაბამის ჯაგრისთან ერთად.

„სილვერქეას” ჯაგრისთან ერთად ჩვენ გირჩევთ იტალიურ კბილის პასტა „ბიორეპაიარს“ (biorepair).

როგორ შევარჩიეთ თქვენთვის ჯაგრისისა და კბილის პასტის წყვილი?

მარტივად: ჩვენი კბილები ცვეთადია და არ აქვს მინანქრის თვითაღდგენის – რემინერალიზაციის უნარი, რაშიც ეს ეფექტური, ახალი საშუალებები დაგეხმარებათ და უზრუნველყოფს  პირის ღრუს სრულ დაცვას დღის განმავლობაში.

კბილის პასტა „ბიორეპაიარი“ (biorepair) გამდიდრებულია:

[checklist]

  • ბიომიმეტური ჰიდროქსიაპატიტით
  • კალციუმით
  • თუთიით

[/checklist]

ამ ელემენტების გარეშე ჯანსაღი კბილები წარმოუდგენელია.

ნახეთ, როგორ მოქმედებს მისი აღმდგენი ფორმულა:

  • „ბიორიპიარი“ (biorepair) გთავაზობთ როგორც საბავშვო კბილის პასტებს, ასევე ცალკე ხაზს მგრძნობიარე კბილებისა და პაროდონტიტის შემთხვევაში.
  • იმ შემთხვევაშიც კი, როცა გაქვთ უნიკალური საშუალებები: კბილის პასტა „ბიორიპიარი“ (biorepair) და „სილვერქეას“ (silvercare) ჯაგრისი, დიდი მნიშვნელობა აქვს მათ რეგულარულ გამოყენებას, კბილების გახეხვას ყოველდღე დილით და საღამოს ძილის წინ.
  • რაც მთავარია, არ დაივიწყოთ 6 თვეში ერთხელ ესტუმროთ ექიმს, ეს დროულად მოგიგვარებთ პრობლემებს და აგაცილებთ სამომავლო ტკივილს.
  • ექიმთან პერიოდული ვიზიტი არის იდეალური შანსი, არ მისცეთ საშუალება დაავადებას, ხელი შეუშალოს თქვენი კბილების ჯადოსნურ ბზინვარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი