ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

Epress.am: სომხური პოლიცია 16 წლის ათეისტის ქრისტიანობისკენ მოქცევას ცდილობს

2 აპრილი, 2018 • 2789
Epress.am: სომხური პოლიცია 16 წლის ათეისტის ქრისტიანობისკენ მოქცევას ცდილობს

სომხური გამოცემა epress.am სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით “სომხური პოლიცია 16 წლის ათეისტის ქრისტიანობისკენ მოქცევას ცდილობს”.

გამოცემა წერს, რომ 2018 წლის 23 მარტს 16 წლის ბიჭი სომხეთის ქალაქ რაზდანიდან პოლიციამ დასაკითხად ერევანში წაიყვანა.

“მაღაზიაში მივდიოდი. უკანა გზაზე დედამ დამირეკა და მკითხა, სად ვიყავი. მაგ დროს კაცის ხმა გავიგე. ვიფიქრე, სტუმრები გვყავდა და სახლში წასვლა დავაჩქარე. სახლში მისულმა უკვე პოლიციის უნიფორმებში ჩაცმული ხალხი ვნახე. პოლიციამ დედას უთხრა, რომ ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემების გამო მოკვლევაა ჩასატარებელი.

“ფილტვებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა და ვიფიქრე, ამას ეხება საქმე. თავიდან მეგონა, დედაც მოდიოდა, მაგრამ უარი უთხრეს. იმ მომენტამდე რეალურად ვფიქრობდი, რომ შემოწმებაზე მივყავდი. მანქანაში კი მათი კითხვები შეიცვალა და მითხრეს, რომ სკოლაში ჩემზე ინფორმაცია შეაგროვეს და რეალურად ჯართან კავშირში არ იყო ჩემი წაყვანა”.

როგორც არასრულწლოვანი გამოცემას უყვება. როგორც აღმოჩნდა, პოლიციაში წაყვანა მის რწმენასთან იყო კავშირში. მოგვიანებით სომხეთის დახმარების ცენტრში ორი დღით წაიყვანეს, სადაც ფსიქოლოგთან უნდა შეეხვედრებინათ.

“ერთი ნაცნობი გამახსენდა, დავურეკე და ვუთხარი, იქიდან გასვლაში დამხმარებოდა. ჩარევის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა, უკან წამოვეყვანე. გზაში ძალიან უშეხად მექცეოდნენ. მეკითხებოდნენ ათეიზმზე. მეუბნებოდნენ, რომ ეს არ იყო ნორმალური და უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ შევიცვალო აზრები. მეკითხებოდნენ, რატომ არ გინდა ქრისტიანი გახდე. მეც ვკითხე, თქვენ ქრისტიანი ხართ? კიო. მაშინ ქრისტიანისთვის შეუსაბამოდ რატომ იქცევით -მეთქი”.

26 მარტს სამართალდამცველები ისევ მივიდნენ მის ოჯახში და კვლავ გაყოლა მოსთხოვეს.

“უკვე ჩემივე ნებით მივდოდი. მინდოდა დამესრულებინა ეს ყველაფერი. ამჯერად კი მეუბნებოდნენ, რომ 2 აპრილამდე უნდა დავრჩე ცენტრში. რაზეც ვუპასუხე, რომ ძალიან დაკავებული ვარ და ვერ შევძლებ”.

იმ დღის შემდეგ პოლიციამ არასრულწლოვანს კვლავ მიაკითხა.

“მითხრეს, რომ ამჯერად “უბრალოდ მეგობრულად” უნდათ ჩემთან საუბარი, რომ ჩემი დახმარება სურთ და ჩემში ყოველივე იმის გაღვიძება, რაც დამეხმარება ვიამაყო ჩემი სომხობით. ალბათ, ფეისბუკში ჩემი პოსტები ჰქონდათ ნანახი. ერთი სიტყვით, ვუთხარი, რომ ათეისტი ვარ. შემდეგ იყო კიდევ კითხვები იმის შესახებ, რატომ არ მინდა ქრისტიანი ვიყო?”

ბიჭი ამბობს, რომ ათეიზმის გამო მასთან ძალიან ცოტა მეგობრობს.

“ალბათ, ჩემი ათეიზმის შესახებ ჭორები პოლიციამდე მივიდა, მათ კი გადაწყვეტეს, ჩემი ფეისბუკი შეემოწმებინათ. იქ ისიც მეწერა, რომ ასექსუალური ვარ. საბოლოოდ, ალბათ, ჩათვალეს, რომ რაღაც პრობლემა მაქვს და უნდა გადამარჩინონ”.

გამოცემა Epress.am-მა სომხეთის დახმარების ფონდს მიმართა კითხვით, რის საფუძველზე მიიყვანა პოლიციამ არასრულწლოვანი ცენტრში, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი