მთაწმინდის პარკში ატრაქციონი “გიგანტური ბორბალი” მუშაობას მაისში გააგრძელებს, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მთაწმინდის პარკის პრესცენტრმა უთხრა.
ატრაქციონის გეგმური სამუშაოები 2017 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარეობს. 21 დეკემბერს კი, ძველი ბორბლის დემონტაჟისას, ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი- დაშავდა.
ატრაქციონზე ადგილობრივ სამუშაოებს KANO LLC აწარმოებს, ხოლო “გიგანტური ბორბალის” მწარმოებელია ჩინური კომპანია Shenyang Songling Amusement Equipment Manufactory.