ნეტგაზეთი | მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი პირი ემსხვერპლა მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი პირი ემსხვერპლა – Netgazeti

მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი პირი ემსხვერპლა

მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის დემონტაჟისას ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც სასწრაფო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით “ნიუ ჰოსპიტალსშია” გადაყვანილი.

ამ დროისთვის მთაწმინდის პარკში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან