“რასაც ბატონი ქოქოლაძე ამბობს, არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული ბრალდებები იმ მიზნით, რომ პირველი, გადაფაროს თავისი საგადასახადო დანაშაულებები ჩადენილი მისი მმართველობის პერიოდში, 2007 წელს, რომლის გამოც დღევანდელ კომპანიას უხდება ფინანსურად გამკლავება, მეორე, ძალიან დიდი ალბათობით ეს არის მისი კომპანიის “ტექნო ბუმის” ფინანსური მდგომარეობის პრობლემების გადაფარვა და მესამე, არგუმენტები არ აქვს დარჩენილი არანაირი, რადგან ეს არის გასული თემა, სამართლებრივი დოკუემნტებით დადასტურებული და პიარკამპანიის ბერკეტიღა დარჩა, რომ ქველმოქმედის ტყავში გახვეული კეთილი ბიზნესმენის როლში მოგვევლინოს და თავისი დანაშაულებრივი ქმედებები გაამართლოს”, – აცხადებს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა ღაძაძე.
მისივე თქმით, ანზორ ქოქოლაძის ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს “ელიტ ელექტრონიქსი” გაკოტრების პირასაა, სინამდვილეს არ შეესაბამება:
“”ელიტ ელექტრონიქსი” დღესაც ახალ მაღაზიებს ხსნის, უბრალოდ, ამ ადამიანს მნიშვნელოვანად აკლია პროფესიონალიზმი ბიზნესის მიმართულებით და სხვა ბერკეტი მას არ გააჩნია, თუ არა ჩვეულებრივი, ბინძური პიარკამპანია”, – აცხადებს პაატა ღაძაძე.
რაც შეეხება ანზორ ქოქოლაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც “თიბისი ბანკმა” “ელიტ ელექტრონიქსს” დირექტორად საკუთარი თანამშრომელი დავით კენჭაძე დაუნიშნა, ბანკში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა:
“რეაბილიტაციის დროს ეს ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც ბანკი ნიშნავს დროებით მმართველს, ეს შეიძლება იყოს ბანკის თანამშრომელი, შეიძლება არ იყოს”, – აცხადებს პაატა ღაძაძე. თუმცა ის უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დავით კენჭაძემ სპეციალურად დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, ან შეგნებულად არ მიაწოდა საგადასახადო სამსახურს დოკუმენტაცია.