ახალი ამბები

შესაძლოა, აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებს სოცმედიის ისტორიის წარდგენა მოუხდეთ

1 აპრილი, 2018 • 2570
შესაძლოა, აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებს სოცმედიის ისტორიის წარდგენა მოუხდეთ

აშშ-ის ვიზის მიღების მსურველ მიგრანტებს, შესაძლოა, სოციალური მედიით სარგებლობის 5-წლიანი ისტორიის წარდგენა მოსთხოვონ. ტრამპის ადმინისტრაცია ინიციატივას თავდაცვის ნორმებით ხსნის. მათ[ვიზის მსურველთა] მიერ გამოყენებული სოციალური მედიის სახეობა კი აშშ-ის მთავრობის მიერ უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი ნორმა ვიზის მიღების თითქმის ყველა მსურველისთვის იქნება სავალდებულო.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კანონი დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ მიგრანტს შეეხება. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიურ და ოფიციალურ ვიზებზე ვრცელდება.

ინიციატივას კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ. მათი თქმით, პირადი ინფორმაციის დაცვის კუთხით არსებული შეუსაბამობების გარდა, ის აშშ-ში ლეგალურ მიგრაციასაც შეამცირებს, ვიზის მიღებას კი მეტად გაართულებს.

იმიგრანტების სოციალური მედიის პროფილების მნიშვნელობის საკითხმა აშშ-ში ჯერ კიდევ 2015 წელს წამოიწია. მაშინ გაირკვა, რომ სან ბერნანდინოს თავდამსხმელი სოცმედიის ერთ-ერთი ანგარიშიდან ე.წ. ჯიჰადის იდეას იცავდა.

გადაწყვეტილება ახალი ნორმის კანონმდებლობაში დამტკიცების შესახებ საჯარო განხილვაზე გავა, რომელიც 60 დღეს გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი