ბიუჯეტის გულისთვის ცხოვრება, ეს შეიძლება ძალიან საშინლად ჟღერს, ხომ ასეა? ეფექტური ბიუჯეტის შექმნა და მისი დაცვა შეიძლება მეტად ძნელი ამოცანა აღმოჩნდეს თითოეულისთვის. მოცემული სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ არსებობს გზები, რომლებსაც შეუძლიათ ამოცანის გაადვილება ამ საკმაოდ ძნელი შრომის ყველა ეტაპზე. თუ დაიცავთ დისციპლინას, თქვენ შეძლებთ თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევას. როგორ უნდა დავზოგოთ ფული დღეს? აი რამდენიმე, თანამიმდევრული ნაბიჯი.
თქვენი შემოსავალი
დაითვალეთ ყოველთვიური შემოსავლების ყველა სახეობა გადასახადების გადახდის შემდეგ. ეს ბიუჯეტის აგების საკმაოდ მარტივი ეტაპია. გამოიანგარიშეთ ძირითადი ხელფასი, მიუმატეთ (რა თქმა უნდა, თუ გაქვთ) რაიმე სოციალური შემოსავალი, შესაძლო დამატებითი თანხები. იმისათვის, რომ გაიგოთ როგორ დაზოგოთ ფული, თავდაპირველად საჭიროა დაადგინოთ თქვენი მთლიანი შემოსავალი ერთი თვის მანძილზე. თუ თვიდან თვემდე თქვენი შემოსავალი სხვადასხვა არის, მაშინ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ საშუალო თანხა თვეების მიხედვით, ან დაგეგმოთ ბიუჯეტი ყოველი თვისთვის ცალ-ცალკე.
ძირითადი ხარჯები
აქ, რა თქმა უნდა, საუბარი არის ისეთი მუდმივი ყოველთვიური გადასახადების შესახებ, როგორიცაა კომუნალური, ქირის ან იპოთეკის გადასახადი. სკოლამდელი ან სასკოლო განათლების გადასახადები, ნებისმიერი ვალები, კრედიტები ან სესხები. პროდუქტების და სეზონური ტანსაცმლის შეძენა ასევე უნდა დაამატოთ ამ სიაში. შემდეგ ყველაფერი უნდა შეკრიბოთ და მიიღოთ ხარჯების სრული თანხა.
ყველზე მარტივი იქნება საბინაო და კომუნალური, მიკრო სესხებისა და სადაზღვეო შენატანების გადასახადების დათვლა, რადგან ისინი ძალიან არ იცვლებიან თვიდან თვემდე.
თქვენი შემოსავლების დათვლის და მათგან ხარჯების გამოკლების შემდეგ, უნდა დარჩეს გარკვეული თანხა. როდესაც მას მიიღებთ, შესაძლებელია შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
კლასიფიკაცია
დაყავით თქვენი ხარჯები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ხოლო შემდეგ ამ კატეგორიებისთვის განსაზღვრეთ ბიუჯეტის მიზნები.
ავიღოთ, მაგალითად, კვება. სახლის გარეთ კვება შეძლება იყოს გემრიელი და მოსახერხებელი, მაგრამ ამავე დროს ამან შეიძლება სწრაფად გამოლიოს თქვენი ბიუჯეტი. დაადგინეთ მკაფიო ზღვარი თუ რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ პროდუქტებზე, ხოლო რამდენის – რესტორნებზე. იგივე გააკეთეთ სხვა კატეგორიებისთვისაც, როგორიცაა ყოველთვიური გამოწერა, გართობა ან მოგზაურობა.
ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი სმარტფონისთვის გადმოწეროთ სპეციალური აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ხარჯის დაფიქსირებაში და მოხერხებულად ასახავს ყველა მონაცემებს ეკრანზე.
ვიწყებთ დაზოგვას
დიახ, ჩვენ ვშოულობთ ფულს იმისათვის, რომ დავხარჯოთ. თუმცა, თუ თქვენ გსურთ წარმართოთ საკუთარი ბიუჯეტი და გააკეთოთ ეს სწორად, მაშინ უნდა ისწავლოთ ამის სწორად გაკეთება. ნებისმიერი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაზოგვა. აგროვებთ თუ არა თქვენ ფულს პენსიისთვის, ბავშვების სწავლისთვის ან სახლის პირველი შენატანისთვის, დაზოგვამ შეიძლება აგარიდოთ mikro sesxebi -ს აღების საჭიროება მომავალში.
არ ღირს იმ მომენტის დალოდება, როდესაც თქვენ იღებთ ხელფასს და ამასთან თქვენ გაქვთ დარჩენილი ფული წინა შემოსავლიდან, რომლის გადადება თამამად შეგიძლიათ. ყველაფერს ჯობია განსაზღვროთ საერთო შემოსავლის პროცენტი, რომლის გადარიცხვას თქვენ შეძლებთ თქვენს საკუთარ ფონდში შენახვისთვის.
გაუთვალისწინებელი ხარჯები
ელოდეთ მოულოდნელს. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ზოგჯერ ხდება უსიამოვნო მოვლენები. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისეთ მოვლენებზე, რომლებსაც მოჰყვებათ გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელთა წინასწარ დაგეგმვა რთულია. დაასწარით სიტუაციას – დააგროვეთ ცოტ-ცოტა თქვენს შემნახველ ანგარიშზე ან გადაეცით ეს ფული ნათესავს, რომელსაც შეგიძლიათ მიენდოთ. მთავარია, რომ თქვენ არ გქონდეთ ამ ფულის იმედი ნებისმიერი, მათ შორის სპონტანური, შეძენის მოხდენის თვალსაზრისით.
თქვენი ბიუჯეტის გულდასმით შესწავლის დროს თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ, თუ როდის ხარჯავთ ფულს არა საჭიროების, არამედ სურვილის მიხედვით. სწორედ ასეთი ფულადი სახსრები უნდა გადადოთ მომავლისთვის.
ასეთი თანხების გადადება შეიძლება არა ყოველ თვე, არამედ შეძლებისდაგვარად. ეს შეიძლება იყოს მთლად უმნიშვნელო ფული თქვენთვის მოცემულ მომენტში, მაგრამ ის შეიძლება კარგად დაგეხმაროთ მოულოდნელი სიტუაციის დადგომის შემთხვევაში. ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია ჰქონდეს საკრედიტო ბარათის (მიკრო სესხით) იმედი რაიმე შემთხვევაში. თუმცა არ დაივიწყოთ, რომ თქვენ ხარჯავთ სხვის ფულს, და აუცილებლად მოგიწევთ მათი დაბრუნება, ხოლო თუ ვერ მოასწრებთ ამის გაკეთებას საშეღავათო პერიოდში, მაშინ მოგიწევთ გადაიხადოთ მომსახურების საფასურიც. საერთო ჯამში, ერთი პრობლემის მოშორების დროს, შეიძლება მიიღოთ მეორე იმის გამო, რომ არ აგროვებდით ფულს წინასწარ.
დაისახეთ მიზანი და იმოძრავეთ მისკენ
დაფიქრდით, არის კი რაიმე, რისი გაკეთება თქვენ გსურთ უახლოეს 6–12 თვეში ან შემდგომ. მაგალითად, გახვიდეთ დიდი ხნის ნანატრ შვებულებაში, იყიდოთ სახლი ან გადადოთ ფული სწავლისთვის. გადაწყვიტეთ რა არის თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი, ხოლო შემდგომ შეხედეთ, ბიუჯეტის რომელ ნაწილში შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი ხარჯები, რომ დაზოგოთ და მიუახლოვდეთ თქვენს მიზანს.
ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ მიზნის სწორი დასახვისთვის და იმისთვის, რომ მას შეეძლოს სარგებლის მოტანა, ის უნდა იყოს:
[checklist]
- კონკრეტული
- ზომვადი
- მიღწევადი
- რეალისტური
- ჰქონდეს შესრულების ვადა.
[/checklist]
მაგალითად, თქვენ გსურთ თქვენი ვალების შემცირება. აიღეთ თქვენი ვალის ერთ-ერთი თანხა და ის თანხა, რომელსაც თქვენ ყოველთვიურად ხარჯავთ ბიზნეს-ლანჩისთვის სამსახურში. დაისახეთ მიზანი წაიღოთ სამუშაოზე საკვები სახლიდან მანამ, სანამ არ დაფარავთ ამ ვალს. წარმატებული გამოცდილების შემდეგ არ ღირს მოდუნება – დაისახეთ შემდეგი მიზანი და რამდენიმე ხნის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ გაცილებით უკეთ გრძნობთ თავს.
თავიდან, სანამ თქვენ გარკვეული სირთულეები გაგაჩნიათ მომდევნო 10 ლარის დაზოგვასთან, თქვენ დაგეხმარებათ ძალიან კარგი ტრიუკი. გადაიღეთ პატარა სურათი, რომელზეც თქვენი ოცნება იქნება ასახული – ახალი სახლის ყიდვა ან საინტერესო მოგზაურობაში წასვლა. ჩაიდევით ეს სურათი საფულეში და დახედეთ მას, სანამ მომდევნო ჯერზე თქვენ მოგინდებათ მცირე თანხის დახარჯვა.
ავტომატური დანაზოგები
როგორც ჩვენ უკვე გავარკვიეთ, ჩვენ გვესაჭიროება რამდენიმე ანგარიში, რომლებზეც ღირს საკუთარი დანაზოგების განთავსება. იმისათვის, რომ შეამციროთ ცდუნება დახარჯოთ ფული მანამ, სანამ ის მოხვდება «თაროზე», შეიძლება ამ პროცესის ავტომატიზება. ბევრი ბანკის პირად კაბინეტში შეიძლება ავტომატური გადახდის მომსახურების მომართვა. ამ მომსახურების გამოყენებით შეიძლება საკუთარი ფულადი სახსრების ავტომატური გადადება ცალკეულ ანგარიშებზე. განსაზღვრეთ პროცენტი, რომელიც დაგროვდება შემოსავლის თანხის მიუხედავად და უმჯობესია ის ავტომატურად გადადიოდეს ისეთ ანგარიშებზე, რომლებზეც თქვენ ნაკლები წვდომა გაქვთ. ყველაფერს ჯობია დამალოთ ისინი და მოარიდოთ თქვენს თვალებს, რომ არ იყოს ზედმეტი ცდუნება.
ამგვარად, თქვენ არ მოგიწევთ ყოველ ჯერზე ფიქრი, გაგზავნოთ ფული შესანახად თუ ოდნავ მოიცადოთ. როდესაც ამ ფულად სახსრებს ვერ დაინახავთ, თქვენ არ გექნებათ მათი იმედი და ადვილად შეძლებთ ამ ფულის გარეშე ყოფნას. თუმცა, იმის შანსიც არსებობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა თქვენ იფიქრებთ სწრაფი ონლაინ სესხებით სარგებლობას და საჭირო თანხების ამ გზით მოძიებას.
ჩამოიყალიბეთ კარგი ჩვევები
გრძელვადიანი გეგმის ყოველთვის დაცვა არ არის მარტივი, მაგრამ სახლის ბიუჯეტის შენარჩუნება ძალიან ჰგავს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას – მხოლოდ გულმოდგინე, სისტემატიური ვარჯიშები დაგეხმარებათ სასურველ შედეგის მიღწევაში. რთულ სიტუაციებში, როდესაც თქვენ დაიწყებთ ხელების ჩამოშვებას, მოახდინეთ თქვენი თავის მოტივირება დამოუკიდებლად. უთხარით თქვენს თავს: «მე ვაგროვებ ფულს ჩემი ოცნების სახლის შესაძენად», იმის მაგივრად, რომ უსაყვედუროთ თქვენს თავს ფულის მორიგი ხარჯვის გამო.
პროფესიონალი სპორტსმენები ხშირად ახდენენ თავიანთი მიზნების ვიზუალიზაციას, ისინი წარმოიდგენენ თუ როგორები გახდებიან, როდესაც მიაღწევენ შედეგს. არ მოგერიდოთ თქვენი თავის წარმოდგენა ახალ სახლში ან მანქანის საჭესთან. ყველგან დაკიდეთ სასურველი მიღწევების ფოტოები – სახლში, სამუშაოზე, თქვენს სმარტფონში და კომპიუტერში. ძალიან მალე ოჯახური ბიუჯეტზე მუშაობა ყოველდღიური მარათონიდან გადაიქცევა პარკში მშვიდ გასეირნებად.