ნეტგაზეთი | გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ – Netgazeti

გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ

პრემიერ-მინისტრ გირგი კვირიკაშვილის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს.

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია ახლად გახსნილ სასტუმრო „მოქსიში“ გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com