ახალი ამბები

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს

29 მარტი, 2018 • 1673
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 118-ე (ჯანმრთელობის განზრაღ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სასწრაფოში აცხადებენ, დაზარალებულს საშუალო სიმძიმის ჭრილობა აღენიშნებოდა, ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი