ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის სამხედრო პოლიცია სომხეთის ქუჩებში

27 მარტი, 2018 •
რუსეთის სამხედრო პოლიცია სომხეთის ქუჩებში

სამხედრო დისციპლინის მხარდასაჭერად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო ობიექტების დასაცავად, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გიუმრში რუსული სამხედრო პოლიციის დანაყოფი ფორმირდება. ინფორმაციას სომხური მედია გამოცემა epress.am ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გიუმრში, სადაც რუსულ სამხედრო ბაზაა განთავსებული, წესრიგის დასამყარებლად ცალკეული დანაყოფები პატრულირებდა, თუმცა, მათ სპეციალური მომზადება გავლილი არ ჰქონიათ, –  დღევანდელი დანაყოფები კი, ოფიციალური ინფორმაციით რუსეთში სპეციალურად მომზადებული სპეციალისტებით შეივსება.

შემადგენლობებს ექნებათ სპეციალური ეკიპირება და შეიარაღებული იქნებიან სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობით.

2010 წელს რუსეთმა და სომხეთმა რუსული სამხედრო ბაზის სომხეთში მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაახანგრძლივეს. რუსული ბაზა სომხეთში სხვადასხვა სამხედრო -სატრანსპორტო ვერტმფრენებითა და განამდგურებლებითაა აღჭურვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი