ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ზღვისპირა ქალაქი აფხაზეთში – ფოტორეპორტაჟი ოჩამჩირედან

27 მარტი, 2018 • 11316
ზღვისპირა ქალაქი აფხაზეთში – ფოტორეპორტაჟი ოჩამჩირედან

ოჩამჩირე ერთსართულიანი ქალაქია. გარეუბნიდან ქალაქის ცენტრამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული, მოვლილი ბაღებითა და პატარა ბოსტნებით. თუმცა, ამ სახლების ნახევარზე მეტი დაცარიელებულია. ერთ დროს ხალხმრავალი მრავალეროვანი ქალაქიდან ძირითადად, ნანგრევებია დარჩენილი.

ამის მიუხედავად, ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება – ოჩამჩირეს ცენტრში ადმინისტრაციული შენობა, კულტურის სახლი, ახალგაზრდული ცენტრი გარემონტდა. თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწინდებური ენერგია აღარ შერჩა.

ახლა შუადღეა, შაბათი. ბაზარში კი მხოლოდ ორი მყიდველია.

ბაზარი, ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ბაზარი, ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ბაზარი, ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

“რატომ გვიღებთ, წადით და ისინი გადაიღეთ, ჩვენი ხელმძღვანელობა. მათ კითხეთ როგორ ვცოცხლობთ და როგორ გაგვაქვს თავი. ვერაფერსაც ვერ გიპასუხებენ, იმიტომ რომ მხოლოდ ფულის აკრეფა შეუძლიათ ჩვენგან. თან ჩვენ ვალაგებთ ყველაფერს, ცოცხი მაინც მოგვცენ, დამლაგებელს აღარ ვითხოვთ. და ბაზრის ტუალეტი რას გავს, მიახლოებაც კი წარმოუდგენელია, ისეთი ბინძურია”, – გვეუბნება ბაზარში მოვაჭრე, რომელიც აქ მწვანილით ვაჭრობს.

“აქ გაბრაზარებული ხალხი ვართ, იმიტომ რომ მყიდველები საერთოდ არ გვყავს. არავის სჭირდება ჩვენი ოხრახუში. მოვდივართ გამოსაძინებლად. არადა ადგილის ქირასაც ვიხდით, მე ამ სამ მეტრში დღეში 30 რუბლს [1 ლარზე მეტი] ვიხდი”.

შედარებით უკეთესად აქვს საქმე წვრილმანების მაღაზიის მეპატრონეს მზია ფაჩულიას. მისი მაღაზიის პროდუქციის ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მყიდველი მაინც ჰყავს.

“აქ კოსმეტიკაც მაქვს, სათამაშოებიც, პირსახოცებიც, თან არაფერი  მიფუჭდება, ოდესმე მაინც ხომ დაჭირდებათ ეს ნივთები. სხვაგვარად გავკოტრდებოდი”,- ჰყვება მზია.

მის მაღაზიაში არის სუვენირები, მაგნიტები და ჭიქები ოჩამჩირის ღირსშესანიშნაობებით. ამ სუვენირებს სოჭიდან ჩამოსული დამსვენებელი ტატიანა ლაპიტოვა აკეთებს.

 

“სოჭი ძალიან ხმაურიანი ქალაქია, ზღვაც ისეთი სუფთა არ არის როგორც ოჩამჩირეში. აქ სიმშვიდეა, ახალი ხილი და ბოსტნეული, სუფთა ჰაერი და ცოტა ხალხი. ის რაც გჭირდება სრულყოფილი ფიზიკური და სულიერი განტვირთვისთვის”, – ჰყვება ტატიანა.

მაღაზია ოჩამჩირეში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

რუსეთის მოქალაქე ოჩამჩირეში დასასვენებლად ძირითადად ზაფხულობით ჩამოდის ხოლმე, თუმცა, წელიწადის სხვა დროებშიც შაბათ-კვირას ხშირად სტუმრობს ქალაქს.

“დღენახევარში მთელი თვის ენერგიის მარაგს ვივსებ. არის ამ ქალაქში რაღაც განსაკუთრებული”.

დამსვენებლებისგან განსხვავებით, დაცარიელებული ქალაქით უკმაყოფილოები არიან ადგილობრივები. ისინი ამბობენ, რომ ეს სიცარიელე დამთრგუნველია.

კაფე “ვოლნა” [“ტალღა”] ოჩამჩირის სანაპიროზე მდებარეობს. კაფეს ფანჯრებიდან ხედი იშლება ზღვაზე. დღის მონაკვეთში აქ არავინაა. თუმცა, პერსონალი საღამოს ბანკეტისთვის ემზადება.

“დაბადების დღეები, იუბილეები, დაკრძალვა და ბანკეტები გვარჩენენ”, – ამბობს კაფეს მეპატრონე ლალი კაკალია.

კაფე ოჩამჩირეში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

“ჩვენს ქალაქში ცოტა სამუშო ადგილია, ცოტა მაღაზია და კაფეა, არც ქარხნებია, არც არანაირი წარმოება. თუ სადმე მოეწყვე სამუშაოდ, დღე და ღამე ლოცულობ, რომ მეპატრონე არ გაკოტრდეს”, – ამბობს მადონა ატუმავა, რომელიც “ვოლნაში” მუშაობს.

წლიდან წლამდე ზაფხულობით დამსვენებელთა რიცხვი მატულობს, თუმცა, ძალიან მცირე ტემპით. ვერც კი შეადარებ საბჭოთა დროს. წელიწადში მილიონამდე დამსვენებელი ჩამოდიოდა”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ამირან ჟიბა.

ამირან ჟიბას საკუთარი სასტუმრო სახლი აქვს ოჩამჩირეში, სადაც მხოლოდ მისი ოჯახის წევრები მუშაობენ. ამირან ჟიბა ამბობს, რომ ახალ სამუშაო ძალას ვერ მოიზიდავს, რამდენადაც მოგება არ აქვს.

“ნახეთ რამდენი ცარიელი სახლია, ასე არ უნდა იყოს. კანონი უნდა მივიღოთ, რომ რუსებს უძრავი ქონების ყიდვის უფლება მივცეთ. ბევრია სახლის ყიდვის მსურველი და რა არის იმაში ცუდი, რომ ჩამოვიდინენ, იცხოვრონ, ერთად ვიმუშაოთ და ერთად განვავითაროთ ქალაქი”, – ამბობს ჟიბა.

ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

 

ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ოჩამჩირე, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; მარტი, 2018

ოფიციალური მონაცემით, დღეს ოჩამჩირეში 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, შედარებისთვის 1979 წელს ოფიციალური აღწერით, ქალაქში 18 700 ადამიანი ცხოვრობდა.

ოჩამჩირეში დღეს რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი