ახალი ამბებისამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ონიანი აირჩიეს

24 მარტი, 2018 • 2838
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ონიანი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დღეს მოსამართლეების კონფერენციაზე თამარ ონიანი აირჩიეს.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე კენჭისყრა ფარულად ჩატარდა – 273 ხმიდან თამარ ონიანმა  253 ხმა მიიღო. მისი კონკურნეტი შალვა კაკაურიძე იყო.

თამარ ონიანი  უვადოდ დანიშნული მოსამართლეა  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან.

იუსტიციის საბჭოში წევრის ადგილი ვაკანტური იმის შემდეგ გახდა, რაც ლევან თევზაძეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, რისი მიზეზიც მისი თბილისის სააპელაციო სასამაღლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავჯდომარედ არჩევა გახდა.

მოსამართლეების კონფერენციის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბჭოს წევრად გიორგი ტყავაძეს დაასახელებდნენ, თუმცა საბოლოოდ ასე არ მოხდა. იუსტიციის საბჭოს წევრ ანა დოლიძის განცხადებით, ამის მიზეზი საზოგადოების კრიტიკა წინასწარ გახმაურებულ კანდიდატზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი