ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა – ხანძარი ლიკვიდირებულია

24 მარტი, 2018 • 4674
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა – ხანძარი ლიკვიდირებულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) მოძრაობა თავისუფალია. ავტოცისტერნაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში შეგნებულად არ აქრობდნენ ცეცხლს და ელოდებოდნენ, როდის დაიცლებოდა ბოლომდე ავტოცისტერნაში თხევადი აირი. მეხანძრეების განმარტებით, ცეცხლი თავიდანვე ჩაქრობის შემთხვევაში, უნდა გადაგვეყვანათ ეს ავტოცისტერნა გზიდან, ხოლო მასში კვლავ დარჩებოდა თხევადი გაზი, რაც იქნებოდა ტრანსპორტირების დროს საფრთხისშემცველი.

23 მარტს, 19:00 საატზე, აღნიშნულ გზაზე, თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი მრავლობიდი დამწვრობის გამო გარდაიცვალა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი მოძრაობდა გომი-საჩხერე- ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი