ახალი ამბები

შსს: რიკოთზე ხანძრის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

23 მარტი, 2018 • 2472
შსს: რიკოთზე ხანძრის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე სატვირთო მანქანას ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც, ერთი პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც თვითმხილველებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გარდაცვლილი, სავარაუდოდ დამწვარი ბენზინმზიდის მძღოლია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, მათი თქმით, ცეცხლი ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის, ადგილზე კი ექვსი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე, თვითმხილველების თქმით,  ბენზინმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” თვითმხილველმა უთხრა, ცეცხლი ტყის ნაწილზეც გადავიდა.

მომხდარის გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/10156490343932044/

მასალების გადაბეჭდვის წესი