ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის კანონის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით გათვალისწინებულია მინიმუმ 105,325,000 აშშ დოლარი.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილმა დახმარებამ არ უნდა შეადგინოს ზემოთაღნიშნულ თანხაზე ნაკლები. დახმარება საქართველოშვის 5 მიმართულების ფარგლებში გამოიყოფა:
- ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების პროგრამა – 63,025 000 აშშ დოლარი
- საერთაშორისო ნარკოვაჭრობის კონტროლი და კანონის უზენაესობა – 4 000 000 აშშ დოლარი
- არაპროფილური, ანტიტერორისტული და სხვა მსგავსი პროგრამები – 1 100 000 აშშ დოლარი
- საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო წვრთნები – 2 200 000 აშშ დოლარი
- საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამა – 35 000 000 აშშ დოლარი.
ბიუჯეტის კანონის თანახმად, ვერ მიიღებენ ფინანსურ დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან ის ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ან დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებენ მათთან.
დოკუმენტის თანახმად, ამ აქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარება არ შეიძლება გამიზნული იყოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დასახმარებლად.
ანალოგიური სანქციები შეერთებულმა შტატებს აფხაზეთისა დ ოსეთის გამო 2017 წელსაც ჰქონდა დაწესებული.