ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნები” სამართალდამცავებს და “ქართულ ოცნებას” რეკომენდაციებით მიმართავს

15 ოქტომბერი, 2013 • • 1046
“სამართლიანი არჩევნები” სამართალდამცავებს და “ქართულ ოცნებას” რეკომენდაციებით მიმართავს

“სამართლიანმა არჩევნებმა” ამ მიმართულებით სპეციალური რეკომენდაციები მოამზადა: 

 

“სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავთ, რომ ყველა ძალადობის ფაქტზე, ცხელ კვალზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება. ასევე მივმართავ უწყებათაშორის კომისიას, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება. მით უმეტეს, რომ კომისიამ უკვე გასცა რეკომენდაციები ამ მიმართულებით და მისი შესრულების მონიტორინგი უნდა აწარმოოს”– აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

“სამართლიანი არჩევნები” ასევე მიმართავს თვითმმართველობის ორგანოებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ გასცა რეკომენდაცია, უკანასკნელი თვის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა თანამდებობის პირთა სამსახურეობრივი ცვლილებები:”რაც, მათ შორის იძულების წესითაც, კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდგება. საანგარიშო პერიოდში, 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, გამგებელი 5 მუნიციპალიტეტში შეიცვალა. საკრებულოს თავმჯდომარე ერთ მუნიციპალიტეტში გადააყენეს. თანამდებობა კონკურსით დანიშნულმა ერთმა მერმა დატოვა. ზეწოლა განხორციელდა კასპის მუნიციპალიტეტის რწმუნებულებზე მათი თანამდებობიდან წასვლის მიზნით.”

 

ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართავს : “მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას , განსაკუთრებით მმართველ პარტიას, რომ შეისწავლოს ყველა ის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ მათი წევრებისა და აქტივისტების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თუ სხვა რიგით მოქალაქეებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის თაობაზე”.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი