ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნები” 2013 წლის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას გამოიყენებს

15 ოქტომბერი, 2013 • • 1356
“სამართლიანი არჩევნები” 2013 წლის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას გამოიყენებს

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჟარიას განცხადებით, ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების დროს ტრადიციულად ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას გამოიყენებს:

 

“ხმების პარარელური დათვლა ეფუძნება სატატისტიკას საიმედო და დროში გამოცდილ პრინციპებს. ხმების პარალელური დათვლა შემთხვევით შერჩეულ უბნებზე ხორციელდება. დაკვირვების შედეგები წარმომადგენლობითია, რაც გულისხმობს იმას, რომ საარჩენო უბნიდან მიღებული ინფომაცია ასახავს არა მხოლოდ ამ უბნებზე მიმდინარე პროცესებს, არამედ მთლი ქვეყნის ვითარებას”– ამბობს ნინო ლომჯარია. 

 

“ხმების პარალელური დათვლა ითვალისწინებს შემთხვევით შერჩეულ უბნებზე დამკვირვებლების დასწრებას უბნის გახსნამდე შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე. ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვების შედეგად მოპოვებული მონაცემების სწრაფად გაგზავნას მაღალი ტექნოლოგიების მობილურის, ტექსტური შეტყობინების და მესამე თაობის ინტერნეტის გამოყენებით”– აცხადებს ორგანიზაციის IT სპეციალისტი ირაკლი ნასყიდაშვილი.

 

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია: “აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული შედეგები ცესკოს მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ შედეგს ემთხვეოდა.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი