საქართველოს პარლამენტმა დღეს, 23 მარტს კვოტირების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო – მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, კვორუმი კი 75 იყო.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიზეზი იყო წინააღმდეგობა “გარკვეულ დეტალებთან” დაკავშირებით.
“მინდა განვაცხადო, რომ მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად, საპატრლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე, 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში. რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს, იქ უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 1/3-ის წარმომადგენლობა. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვაბეული სქესის ყოფილიყო, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული.