ახალი ამბები

სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

23 მარტი, 2018 •
სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

თერთმეტმა დეპუტატმა კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 40-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ნინია კაკაბაძე კანდიდატად საპარლამენტო უმცირესობამ წარადგინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, შერჩეული კანდიდატურები კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას, აჭარის უმაღლეს საბჭოს და სახალხო დამცველის აპარატს შესთავაზა. კაკაბაძე პარლამენტს სწორედ საპარლამენტო უცირესობამ წარუდგინა.

პროცედურების თანახმად, ირაკლი კობახიძემ ხელახლა უნდა მოიწვიოს სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისია, უნდა შეირჩეს ახალი კანდიდატურები და ამის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობა და სახალხო დამცველი [ვისი კანდიდატურებიც დღევანდელ პლენარულ სესიაზე არ აირჩიეს] ახალ კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი