ახალი ამბებირეკლამა

ფინეთი მზადაა განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში საქართველოს მხარი დაუჭიროს

23 მარტი, 2018 • 4949
ფინეთი მზადაა განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში საქართველოს მხარი დაუჭიროს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლების მინისტრს სანი გრან ლაზონენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორივე ქვეყნის სასკოლო განათლებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და ფინელ კოლეგას პროცესში ჩართვა შესთავაზა.

ფინეთის განათლების მინისტრმა ფინური სისტემის წარმატებაზე ისაუბრა და გამოხატა მზაობა განათლების სისტემის რეფომირების პროცესში მხარი დაუჭიროს საქართველოს განათლების სამინისტროს.

შეხვედრაზე ფინეთის განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით ფინეთში მიიწვია, სადაც მხარეები  თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმებიან.

საქართველოსა და ფინეთის განათლების მინისტრების შეხვედრა ლისაბონში, განათლების მინისტერიალია ფარგლებში შედგა, რომელიც პორტუგალიის მთავრობის ორგანიზებით ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, პედაგოგთა კავშირების ლიდერები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი