ახალი ამბებისამართალი

საქართველოში უკვე უვადოდ დანიშნული 128 მოსამართლეა

23 მარტი, 2018 • 1361
საქართველოში უკვე უვადოდ დანიშნული 128 მოსამართლეა

2018 წლის 23 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ შვიდი მოსამართლე დანიშნა უვადოდ.

ესენი არიან ის მოსამართლეები, ვინც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ეს ვადა მათ 2018 წლის 1 მაისს ეწურებოდათ.

თანამდებობაზე უვადოდ გამწესდნენ:

  1. ელენე გოგუაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  2. მერი გულუაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  3. ხათუნა კაკაბაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  4. ირაკლი კოპალიანი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  5. თამარ მეშველიანი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  6. დიანა ფარქოსაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  7.  მაია ქოქიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია.

ერთი თვის წინ, 22 თებერვალს, იუსტიციის საბჭომ 44 მოსამართლე დანიშნა უვადოდ.

მთლიანად, როგორც ნეტგაზეთს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში აცნობეს, უვადოდ უკვე 128 მოსამართლე არის დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი