საქართველოში პატიმრების 39 % ნარკოდანაშაულზეა მსჯავრდებული ევროპის საბჭოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც წევრი ქვეყნების ციხეების 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას ასახავს.
ამ მონაცემით, საქართველოს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაცემი აქვს და მეორე ადგილაზეა მალტის შემდეგ.
ევროსაბჭოს წინა წლის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელის საქართველოში ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულების რაოდენობა 30.8 % იყო [(2 721 მსჯავრდებული ), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დანაშაულზე მსჯავრდებულების რაოდენობა ერთ წელში 8.2%-ით გაიზარდა.
ტოპ 5 ქვეყანა ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 2016 წელს.
ევროპის საბჭოს კვლევა, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, 47 წევრი ქვეყნის 52 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 47-ის მონაცემს ასახავს 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით.
ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2015 წელთან შედარებით პატიმრების რაოდენობა შემცირდა, თუმცა საქართველო იმ ქვეყნების სიის სათავეშია, რომლებშიც ყოველ 100 ათას მოსახლეზე 100-ზე მეტი პატიმარი ჰყავს.
ყოველ 100 ათას მოსახლეზე საქართველოს 256.3 პატიმარი ჰყავს და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. სიაში საქართველოს მოსდევს თურქეთი, ლიტვა და აზერბაიჯანი.
მსჯავრდებულების რაოდენობა საქართველოში წლების მიხედვით
მთავარი ფოტო: აქცია ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით თბილისში. მოქალაქეებმა კანცელარიასთან შარდი მიიტანეს. ფოტო: გივი ავალიანი / ნეტგაზეთი