ახალი ამბები

თბილისში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს

21 მარტი, 2018 • 4066
თბილისში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ოჯახის ახლობლები ყვებიან, თავდამსხმელმა ნუგზარ კახიძეს ფოსტის თანამშრომლად წარუდგინა თავი, მას შემდეგ კი, რაც საცხოვრებელ ბინაში შეუშვეს, ცეცხლი გახსნა. გარდა კახიძისა, დაჭრილია ქალიც, რომელიც მასთან მუშაობდა და სახლის საქმეებში ეხმარებოდა. სასწრაფოს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236(ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება) მუხლებით დაიწყო.

ნუგზარ კახიძე შპს ვარკეთილი-96-ის მეწილეა. როგორც ნათესავები აცხადებენ, მას აგრეთვე მაღაზიების ქსელი ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი