ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორის კომისიაში 6 საჩივარს შეიტანს

11 ოქტომბერი, 2013 •
“ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორის კომისიაში 6 საჩივარს შეიტანს

ბოკუჩავას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხებს შეეხება აღნიშნული საჩივრები. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ხშირია ძალადობის ფაქტები, რომელთა გამოძიება არ ხდება.

 

“კომისიის რეკომენდაციებიც რჩება ფარატინა ქაღალდადად და ისინი არ სრულდება”, – აცხადებს ბოკუჩავა.


მისი თქმით, კომისიის მუშაობა უშედეგოა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” მასში მაინც აგრძელებს მონაწილებას – “მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები”, – განაცხადა ბოკუჩავამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი